12 თვის წინ
"ჩვენი ეშინიათ? არ ვიცი, ეს მათ უნდა ჰკითხოთ" - რა თქვა პიოლიმ მატჩის წინ
"ჩვენი ეშინიათ? არ ვიცი, ეს მათ უნდა ჰკითხოთ" - რა თქვა პიოლიმ მატჩის წინ

სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში "მილანი" "ნაპოლის" "დიეგო მარადონაზე" დაუპირისპირდება.

"როსონერის მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

"წინ გვაქვს გადამწყვეტი ორი თვე, რომელშიც ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. გასული სეზონის ბოლო 3 თვეში ჩვენი არავის სჯეროდა, ახლაც არავის სჯერა, რომ შეგვიძლია ნაპოლის დამარცხება და შეგვიძლია სეზონის ოთხეულში დასრულება.

ეს სეზონი შეიძლება დიდებული გახდეს ან ნეგატიური. კარგად გვახსოვს, შარშან რაც გავაკეთეთ, მაგრამ ახლა ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. იმედი გვაქვს, რომ სერია A-ს ბოლო 10 მატჩს და ჩემპიონთა ლიგის 5 შეხვედრას კარგად ჩავატარებთ. ხვალ ისე თუ ვითამაშებთ, როგორც მილანს შეესაბამება, მოგება შეგვიძლია.

პირველი წრის მატჩში ძალიან აგრესიულები ვიყავით. მჯერა ჩემი ფეხბურთელების და ვფიქრობ, რომ შეგვიძლია, ნაპოლის სირთულეები შევუქმნათ. ჩვენი დონის მეტოქეს ვეთამაშებით, რომელიც ბევრ ქებას იმსახურებს. ისინი, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად თავს კარგად გრძნობენ. 

დე ლაურენტისის გუშინდელი კომენტარიდან ჩანს, რომ ჩვენი ეშინიათ? არ ვიცი, ეს მათ უნდა ჰკითხოთ", - თქვა პიოლიმ.



Facebook კომენტარები