

2 აპრილს, სერია A-ს 28-ე ტურში "მილანი" "ნაპოლის" "დიეგო მარადონაზე" დაუპირისპირდება.
მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე Corriere dello Sport-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა.
"წელს, ლეაუ კვარაცხელიასგან განსხვავებით, უმაღლეს დონეზე საკუთარ შესაძლებლობებს ვერ ავლენს. მიუხედავად მაღალი კლასისა, პორტუგალიელმა ვერ შეინარჩუნა სტაბილურობა, რასაც მოწმობს მისი 8 გოლი და 6 საგოლე გადაცემა იტალიის ჩემპიონატში, ხოლო 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა ჩემპიონთა ლიგაზე. ეს რეგრესი გასულ სეზონთან შედარებით.
ამ ორი ფეხბურთელის დუელი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სანახაობა იქნება. ისინი სამჯერ შეხვდებიან ერთმანეთს: კვირას ჩემპიონატში, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. ეს იქნება ამაღელვებელი დერბი, ემოციებითა და ტრადიციებით, სადაც ორი გუნდის ბედი დამოკიდებული იქნება მარცხენა ფლანგზე მათი ორი ტალანტის ქმედებებზე", - წერს გამოცემა.
მოიწონეთ ACMILAN.GE-ის ოფიციალური გვერდი



