1 წლის და 11 თვის წინ
როგორ უნდა შეაჩეროს "მილანმა" კვარაცხელია? - პიოლის გეგმა
როგორ უნდა შეაჩეროს "მილანმა" კვარაცხელია? - პიოლის გეგმა

2 აპრილს, სერია A-ს 28-ე ტურში "მილანი" "ნაპოლის" "დიეგო მარადონაზე" დაუპირისპირდება.

"მილანის" მთავარი საზრუნავი ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერება იქნება.

თუ რა გეგმა აქვს პიოლის, ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

"დავიდე კალაბრია მზადაა მარჯვენა ფლანგზე ძირითად შემადგენლობაში დასაბრუნებლად. დაცვაში ასევე გარანტირებული აქვთ ადგილი ფიკაიო ტომორის და ტეო ერნანდესს, ხოლო მეოთხე მცველზე არჩევანი ტიაუსა და კიაერს შორის უნდა გაკეთდეს, ეს უკანასკნელი კი ფავორიტად გვევლინება.

მაგრამ რატომ ეს არჩევანი? კალულუზე საუბრისას ცხადია, პიოლის არ დავიწყებია პირველი მატჩი ნაპოლისთან, როდესაც მილანი დამარცხდა, თუმცა, კალულუმ შესანიშნავად ითამაშა. სწორედ კალაბრია-კიაერის ტანდემი მარჯვენა ფლანგზე, სანამ გაფრთხილება არ მიიღეს, კარგად თამაშობდა. მეორე ტაიმში ისინი კალულუმ და დესტმა შეცვალეს, რომელთაც კვარაცხელია მხოლოდ რამდენჯერმე გაექცა. ლოგიკურია, რომ ამიტომ, პიოლი ისევ ფიქრობს გალიის აგებაზე, რომელსაც ასევე გაამაგრებენ სელმაკერსი და ტონალი", - წერს Sport Mediaset.


Facebook კომენტარები