1 წლის და 11 თვის წინ
სიახლე ლეაუს კონტრაქტთან დაკავშირებით
სიახლე ლეაუს კონტრაქტთან დაკავშირებით

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, კარლო პელეგატიმ რაფაელ ლეაუს კოტრაქტთან დაკავშირებით ისაუბრა.

"იმედია, მილანი სეზონის ბოლომდე გაარკვევს, თუ რა სურს ლეაუს, რადგან ახალი სეზონის დაწყება პორტუგალიელთან ისე, რომ მან ახალი ხელშეკრულება არ გააფორმოს, ძალიან სარისკოა.

ლეაუს მილანში დარჩენა უნდა, მაგრამ სპორტინგისთვის გადასახდელი ჯარიმა ძალიან დიდი პრობლემაა, რომლის გადალახვაც საერთო სურვილის გარეშე შეუძლებელია.

სეზონის ბოლომდე ლეაუს კონტრაქტის თაობაზე სიახლეებს არ უნდა ველოდოთ", - თქვა ჟურნალისტმა.  

მოიწონეთ ACMILAN.GE-ის ოფიციალური გვერდი


Facebook კომენტარები