1 წლის და 1 თვის წინ
"მუდამ ზეწოლისქვეშ ვთამაშობთ, ყველას უნდა "მილანის" დამარცხება, რადგან..." - იბრაჰიმოვიჩის პრესკონფერენცია
"მუდამ ზეწოლისქვეშ ვთამაშობთ, ყველას უნდა "მილანის" დამარცხება, რადგან..." - იბრაჰიმოვიჩის პრესკონფერენცია

სერია A-ს 27-ე ტურში "მილანი" სტუმრად "უდინეზესთან" 3-1 დამარცხდა. 

მატჩის შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კომენტარი გააკეთა.

"როდესაც იტალიის ჩემპიონის სტატუსით თამაშობ ყველასთვის სამიზნე და სტიმული ხარ. წელს, ჩვენ მუდამ ზეწოლისქვეშ ვთამაშობთ. ყველას უნდა "მილანის" დამარცხება, რადგან ისინი იტალიის ჩემპიონები არიან. შეხედეთ "უდინეზეს", მათ გოლები გაგვიტანეს. ამიტომ ყოველთვის არის აღმასვლა და დაღმასვლა. ვერ ვახერხებთ ყველა მატჩში ერთი და იგივე დონის შენარჩუნებას და მუდმივად მწვერვალზე ყოფნას. ეს არ არის სააბი, ეს იმის ახსნაა, რაც გუშინ ვიხილეთ. 

ვამაყობ, რომ ამ კლუბის ისტორიის ნაწილი ვარ. ეს არის კლუბი დიდი ისტორიითა და შესანიშნავი ფეხბურთელებით. გოლმა არ მომიტანა სამი ქულა, რაც ყველაზე მეტად მინდოდა.

ბენასერი გუშინ, ჩემს ოთახში მოვიდა და მითხრა, რომ უნდოდა, კაპიტანი ვყოფილიყავი. მე ვუთხარი: კარგი, მოგიხსნი ამ ზეწოლას... კარგად ვიყავი და როგორც შემეძლო მაქსიმალურად მოვემზადე. სამწუხაროდ, კარგი მატჩი არ იყო, დონე უნდა ავიმაღლოთ", - თქვა ზლატანმა.

მოიწონეთ ACMILAN.GE-ის ოფიციალური გვერდი


Facebook კომენტარები