1 წლის და 1 თვის წინ
"მატჩისთვის მომზადებაში ცუდი სამუშაო გავსწიე" - სტეფანო პიოლი
"მატჩისთვის მომზადებაში ცუდი სამუშაო გავსწიე" - სტეფანო პიოლი

სერია A-ს 27-ე ტურში "მილანი" სტუმრად "უდინეზესთან" 3-1 დამარცხდა.

სტეფანო პიოლიმ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ძალიან ცუდი თამაში იყო. ჩვენ არ ვიყავით ყურადღებიანი და ინტესიურები, რაც იმას ნიშნავს, რომ მატჩისთვის მომზადებაში ცუდი სამუშაო გავსწიე.

ნამდვილად იმედგაცრუებულები ვართ ჩვენი მუშაობით. შესვენებით უნდა ვისარგებლოთ, რომ დონე ავიმაღლოთ. ამ საღამოს კარგად ვერ ვითამაშეთ. ვიბრძოლეთ, მაგრამ რთული იყო და მოედანზე ინტესიური თამაში ვერ ვაჩვენეთ. მე მჯერა, რომ სხვა თამაშებში ცოტა დავთმეთ და მეტი შევქმენით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავუბრუნდეთ იმ ფეხბურთს, რომელიც ყველაზე მეტად მოგვწონს. ძალიან ბევრმა რამემ ვერ იმუშავა "უდინეზესთან". ძალიან საპასუხისმგებლო გუნდს ვავარჯიშებ და იმედია, შეცდომების გაანალიზებას შევძლებთ, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე უკეთესობა გვინდა. 

"მილანი", ამჟამად 48 ქულით, მე-4 ადგილზეა, მაგრამ ხვალ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ზონიდან გამოვარდეს. ჩემი ბიჭებისთვის ცოტა რთული დროა", - განაცხადა პიოლიმ.

მოიწონეთ ACMILAN.GE-ის ოფიციალური გვერდი


Facebook კომენტარები