"მილანი" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში "ტოტენჰემს" ეწვია და შინ მეოთხედფინალის საგზურით დაბრუნდა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშის სტატუსი ფიკაიო ტომორიმ დაიმსახურა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:
"ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი, ჩემი გუნდელების და ჩვენი ქომაგებსი გამო. ჩვენ ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ 2 შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ და მეოთხედფინალში დამსახურებულად გავედით.
ვიცოდით, რომ "ტოტენჰემთან" მარტივი შეხვედრები არ გველოდებოდა და ეს დიდი გამოწვევა იყო. მათ 2 მატჩში შანსები მინიმუმამდე შევუზღუდეთ, გუნდური თამაში და "მილანის" იდენტობა ყველას ვაჩვენეთ და წინ თავაწეულები მივდივართ.
ძალიან ახალგაზრდა გუნდი გვყავს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი წარმატებები გვაჩვენებს, თუ რამდეანდ ძლიერები ვართ, ამიტომ "მილანს" არავისი ეშინია, ჩვენ ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ სათამაშოდ მზად ვართ.“