"მილანთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩს ლონდონის "ტოტენჰემი" საკადრო პრობლემებით ხვდება.
"Gazzetta dello Sport"-ის ინფორმაციით, "მამლებს" უგო ლორისი, ივ ბისუმა, ერიკ დაიერი, რაიან სოსენიონი და როდრიგო ბენტანკური ვერ დაეხმარებიან. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც "სან სიროზე" ვერ ითამაშა და მომდევნო მატჩისთვის მზად იქნება, პიერ-ემილია ჰოიბერგი გახლავთ.
ანტონიო კონტესგან განსხვავებით, ამ კუთხით კარგი ვითარება აქვს სტეფანო პიოლის, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში მთავარი მეკარე, მაიკ მენიო დააბრუნა. აგრეთვე კლუბს დაუბრუნდა ისმაელ ბენასერი, დავიდე კალაბრია და რაფაელ ლეაო, რომელმაც სერია ა-ს გასული ტურის მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
მიუხედავად ამისა, ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ტოტენჰემთან" შესაძლოა ვერ ვიხილოთ ოლივიე ჟირუ, რომელსაც ვირუსი აქვს.
შეგახსენებთ, რომ "ტოტენჰემისა" და "მილანის" დაპირისპირება 8 მარტს, ჩვენი დროით 23:55 საათზე დაიწყება.