1 წლის და 8 თვის წინ
"მილანის" ახალი მესვეურები სტადიონის ახალ პროექტს წარადგენენ
"მილანის" ახალი მესვეურები სტადიონის ახალ პროექტს წარადგენენ
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო წლებში "მილანის" ახალი სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით რამდენიმე სავარაუდო სცენარი გაჟღერდა. განიხილებოდა როგორც "ინტერთან" საერთო სტადიონის მშენებლობა, აგრეთვე დამოუკიდებელი გზითაც. სტადიონის რამდენიმე პროექტიც კი შეიქმნა, თუმცა კლუბის ძველი მესვეურების ხელში, ყველა მათგანი ჩავარდა.

"MilanNews"-ის ინფორმაციით, "როსონერის" ახალ მფლობელ  ჯერი კარდინალეს მკაფიო ხედვა აქვს, რომ ოცნება სახელად "მილანის" პირადი სტადიონი რეალობად იქცეს. ამისთვის კი მისი კომპანია "RedBird"-ი საჭირო ფინანსების მობილიზებას იწყებს.

წყაროს ცნობით, "RedBird"-ი სტადიონის აშენებას დაახლოებით 600-700 მილიონ ევროს მოახმარს. მშენებლობა კი სავარაუდოდ 2028 წლის სეზონისთვის დასრულდება.

"მილანის" არენა სავარაუდოდ 70,000 ქომაგზე იქნება გათვლილი, რადგან ბოლო ორ სეზონში "სან-სიროზე" გამართულ მატჩებს სწორედ ამდენი "შავ-წითელი" ქომაგი ესწრება და "როსონერის" ხელმძღვანელობას არ სურს, მომავალში ტიფოზებს ბილეთების ყიდვის პრობლემა ჰქონდეთ.

რაც შეეხება სტადიონის აშენების ადგილს, ეს სავარაუდოდ "La Maura"-ს იპოდრომის ტერიტორია იქნება, რომელიც უკვე კერძო საკუთრებაშია და ის სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად გამოიყენება. ეს გარემოება კი კლუბს ზედმეტი ბიუროკრატიული პროცესებისგან თავს აარიდებს.


Facebook კომენტარები