2 წლის წინ

ჟირუ: "ამას ყველა მატჩის წინ ვაკეთებ"

ავტორი
Aa
"მილანის" ცენტრალურმა ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ გამოცემა DAZN-თან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.
"ბავშვობაში იტალიურ კლუბებს შორის სულ "მილანი" მიყვარდა. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რასაც მივაღწიე, მაგრამ უფრო მეტი მსურს.
რას ვიტყოდი მატჩის წინა ლოცვაზე? ამას არა მხოლოდ მნიშვნელოვანი თამაშების, არამედ ყველა მატჩის წინ ვაკეთებ. დაახლოებით 10-15 წელია ყოველდღე ვლოცულობ და ეს ის რაღაცაა, რაც თამაშის წინ მჭირდება.
იანვარი იმედგაცრუებით დავიწყეთ, თუმცა საკუთარი თამაში "ტორინოსთან", "ტოტენჰემთან" და "მონცასთან" დავიბრუნეთ.
ამ შეხვედრებში იდეალურები არ ვყოფილვართ, მაგრამ ეს 3 მნიშვნელოვანი თამაში იყო. ასევე, "ატალანტასთან" მატჩიც მოსაგებია, რადგან ისინიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან," - განაცხადა ჟირუმ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
8 თვის და 2 კვირის წინ

"მეგონა, რომ დამარტყამდა", - პატო კალაძესთან მომხდარ ინციდენტზე
8 თვის და 2 კვირის წინ

ბოატენგი: "ცოლთან ღალატის მიზეზი რონალდინიო იყო"
8 თვის და 2 კვირის წინ

კასანო: "არც თევზია და არც ხორცი, უფრო მარსიალს მაგონებს"
9 თვის წინ

ტონალი: "ჩემი ოცნებაა, "მილანში" დავბრუნდე და ტიფოზების სახეზე ისევ ღიმილი ვნახო"