1 თვის წინ

საელემაეკერსი: "გუნდს აქვს შესაძლებლობა, რომ ფინალში გავიდეს"

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, "მილანმა" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით 1/8 ფინალის პირველ მატჩში "ტოტენჰემს" 1:0 სძლია.
ლომბარდიული გრანდი მომდევნო ეტაპთან ერთ ნაბიჯშია, რაც მრავალი წელია, კლუბს არ გაუკეთებია.
"როსონერის" შემტევმა ალექსის საელემაეკერსმა მედიასთან სწორედ გუნდის მიზნებზე ისაუბრა.
"გუნდს აქვს შესაძლებლობა, რომ ფინალში გავიდეს. ჩვენ "მილანში" ვთამაშობთ, ამიტომ საკთარ თავს ლიმიტები არ უნდა დავუწესოთ, სხვა შემთხვევაში "ტოტენჰემთან" თამაშს აზრი არ აქვს.
ჩვენ ამბიციურები ვართ და ეს სრულიად ნორმალურია, რადგან ისეთი კლუბის ღირსებას ვიცავთ, როგორიც "მილანი" არის," - განაცხადა ალექსისმა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
6 დღის და 2 საათის წინ

"მილანი" ლეაუს ახალ კონტრაქტს სთავაზობს? - "როსონერიმ" პორტუგალიელს ულტიმატუმი წაუყენა
2 კვირის წინ

"ტოტენჰეში" მატჩის წინ საკადრო პრობლემებია, რა ხდება "მილანში"
2 კვირის და 3 დღის წინ

პიოლი: "არ ვაპირებ, ლიგის მატჩის გამო "ფიორენტინასთან" ფეხბურთელები დავასვენო"
2 კვირის და 3 დღის წინ

"ფიორენტინა" - "მილანი" | გუნდების სავარაუდო შემადგენლობები