1 წლის და 9 თვის წინ
კონტე: "80 000 გულშემატკივრის წინ თამაში მარტივი არ ყოფილა"
ავტორი
Aa
"მილანთან" დამარცხების შემდეგ, ანტონიო კონტეს სკამი საკმაოდ შეირყა.
ლონდონის "ტოტენჰემი" დამაჯერებლად არც პრემიერ ლიგაში გამოიყურება, ჩემპიონთა ლიგიდან კი ცალი ფეხით გავარდნილია.
იტალიელმა სპეციალისტმა "სან სიროზე" განცდილი მარცხის შემდეგ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.
"საკმაოდ ინტენსიური შეხვედრა იყო, რომლის მონაწილე გუნდებსაც დიდი ბალანსი ჰქონდათ. დიდი შეცდომა დავუშვით, რაც გოლში აისახა, შემდეგ კი უკეთ, ბევრად უკეთ თამაში შეგვეძლო.
მატჩი საკმაოდ დაბალანსებული იყო, რომელიც ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ეტაპია, მათ, როგორც ჩვენ ტრავმირებული მოთამაშეები ჰყავდათ.
რაც შეეხება "სან სიროს", ამ მოედანზე 80 000 გულშემატკივრის წინ თამაში მარტივი არ ყოფილა," - განაცხადა კონტემ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 1 კვირის წინ
"მეგონა, რომ დამარტყამდა", - პატო კალაძესთან მომხდარ ინციდენტზე
5 თვის და 1 კვირის წინ
ბოატენგი: "ცოლთან ღალატის მიზეზი რონალდინიო იყო"
5 თვის და 2 კვირის წინ
კასანო: "არც თევზია და არც ხორცი, უფრო მარსიალს მაგონებს"
5 თვის და 4 კვირის წინ
ტონალი: "ჩემი ოცნებაა, "მილანში" დავბრუნდე და ტიფოზების სახეზე ისევ ღიმილი ვნახო"