1 თვის წინ

პიოლი: "ეს პერფორმანსი უფრო მეტ სულისკვეთებასა და ძალას გვაძლევს"

ავტორი
Aa
"მილანი" ჩემპიონთა ლიგის საპლეიოფო ბატალიებს მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ხმაურიანი გამარჯვებით დაუბრუნდა.
"როსონერი" ლონდონის "ტოტენჰემს" შეხვდა და ბრაჰიმ დიასის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა - 1:0.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ლომბარდიული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ჟურნალისტებთან რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.
"კარგი მატჩი ჩავატარეთ ფიზიკურად ძლიერი და სოლიდური მეტოქეების წინააღმდეგ. ბურთის ტარება უკეთ შეგვეძლო, თუმცა სხვა რაღაცებში უკეთ გამოვიყურებოდით.
ლონდონში უკეთ უნდა ვითამაშოთ. ეს პერფორმანსი უფრო მეტ სულისკვეთებასა და ძალას გვაძლევს, რათა მომდევნო რაუნდში გავიდეთ.
გვინდოდა ნახევარმცველები დაგვეწყვილებინა. თუ 4 მცველს დავაყენებდი, ბურთის დაჭერა უფრო მოგვიწევდა," - განაცხადა პიოლიმ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
6 დღის და 3 საათის წინ

"მილანი" ლეაუს ახალ კონტრაქტს სთავაზობს? - "როსონერიმ" პორტუგალიელს ულტიმატუმი წაუყენა
2 კვირის წინ

"ტოტენჰეში" მატჩის წინ საკადრო პრობლემებია, რა ხდება "მილანში"
2 კვირის და 3 დღის წინ

პიოლი: "არ ვაპირებ, ლიგის მატჩის გამო "ფიორენტინასთან" ფეხბურთელები დავასვენო"
2 კვირის და 3 დღის წინ

"ფიორენტინა" - "მილანი" | გუნდების სავარაუდო შემადგენლობები