1 წლის და 1 თვის წინ
ბრაჰიმი: "ამ შემართებით უნდა გავაგრძელოთ, რადგან ეს გამარჯვებები გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია"
ბრაჰიმი: "ამ შემართებით უნდა გავაგრძელოთ, რადგან ეს გამარჯვებები გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია"
ავტორი
Aa

"მილანი" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალთან ერთ ნაბიჯშია - "როსონერიმ" "ტოტენჰემს" "სან სიროზე" 1:0 სძლია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მატჩის ერთადერთი გოლის ავტორმა ბრაჰიმ დიასმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"ძალიან მიხარია, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ. დიდი მომზადება დაგვჭირდა, ფანების გულშემატკივრობა კი დაუჯერებელი იყო.

ამ შემართებით უნდა გავაგრძელოთ, რადგან ეს გამარჯვებები გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გვყავს კარგი გუნდი და კარგი ფანები.

ახლა იტალიის ჩემპიონატზე ვფიქრობთ, შემდეგ კი ლონდონში საპასუხო მატჩზე ვიფიქრებთ," - განაცხადა დიასმა.


Facebook კომენტარები