1 წლის და 2 თვის წინ
კულუსევსკი: "იღბლიანი ვარ, რომ ასეთ მოედანზე თამაშის საშუალება მეძლევა"
კულუსევსკი: "იღბლიანი ვარ, რომ ასეთ მოედანზე თამაშის საშუალება მეძლევა"
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, დღეს, საქართველოს დროით 23:59 საათზე "მილანისა" და "ტოტენჰემის" შეხვედრა დაიწყება.

მატჩის დღეს ორივე გუნდის ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა მედიასთან ისაუბრეს, ერთ-ერთი მათგანი კი დეიან კულუსევსკი იყო.

"სან სიროზე" თამაში დიდებული შეგრძნება იქნება და მიხარია, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა. იღბლიანი ვარ, რომ ასეთ მოედანზე თამაშის საშუალება მეძლევა. ყველაფერს ვიზამ, რათა გუნდს დავეხმარო.

მზად უნდა ვიყოთ, ძალიან ძლიერ გუნდთან უმნიშვნელოვანესი მატჩი გვაქვს. წარმატების მისაღწევად დიდი შრომის ჩადებაა საჭირო," - განაცხადა შვედმა შემტევმა.


Facebook კომენტარები