ჩემპიონთა ლიგაზე, "ტოტენჰემთან" გასამართი მატჩის წინ პიერ კალულუმ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა
"კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩსთვის ვემზადები, რომელშიც მზად ვარ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენო.
ბოლო პერიოდში გარკვეული პრობლემები გვქონდა, მაგრამ გასულ ტურში გამარჯვება გუნდს საჭირო მუხტს მისცემს და ვფიქრობ, რომ შეხვედრას მომზადებულები ვხვდებით.
როდესაც შედეგები ისეთი არ არის, რომელსაც შენ ელოდები, მენტალურად დიდი დარტყმას გაყენებს, მაგრამ ნებისმიერი სირთულე განვითარებაში გეხმარება და ვფიქრობ, რომ ეს ნეგატიური პერიოდი უკვე დავძლიეთ.
"ტორინოს" წინააღმდეგ საკმაოდ კარგად ვითამაშე, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვარ და ვიცი, რომ განვითარება უნდა გავაგრძელო და ბევრი ვიმუშაო.
სონი და პერიშიჩი? ორივე მათგანი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ დიდ გუნდებთან და გამორჩეულ ფეხბურთელებთან თამაშის გამოცდილება უკვე დაგვიგროვდა და არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ მათთან შესაფერისად თამაში შეგვიძლია".