ფაბიო კაპელომ, ჩემპიონთ ალიგის მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა და საკუთარი პროგნოზი გააკეთა:
"მილანს" წინ უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ელოდება. გუნდი ახლა კარგ ფორმაში არ არის, თუმცა იგივე მდგომარეობაშია "ტოტენჰემიც". შესაბამისად, "როსონერის" შეუძლია შანსი გამოიყენოს და ეს დაპრკოლება გადალახოს.
"ტორინოსთან" გამარჯვება "მილანის" თავდაჯერებულობაზე კარგად აისახა. მათ საშინელი პირველი ტაიმი ჩაატარეს, თუმცა მეორე ნახევარში ძველი "როსონერის" ნიშნები შეიმჩნეოდა, რის გამოც მათ გაიმარჯვეს კიდეც და იმედია, გუნდი "ტოტენჰემთან" საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენას შეძლებს.
მეტოქე ძლიერია, საუკეთესო ფეხბურთელებით და მწრთვნელით, მაგრამ მოედანზე შეშინებული გასვლა წაგების ტოლფასია.
ლეაო? ვფიქრობ მასზე კონტრაქტის სიტუაცია ცუდად მოქმედებს. მაგრამ რაფას მახასიათებლებში ეჭვის შეტანა უბრალოდ შეუძლებელია. მისი სკამზე დატოვება ცუდი გადაწყვეტილებაა, რადგან ეს ხასიათს კიდევ უფრო გაუფუჭებს. "მილანს" ახლა ყველაზე მეტად ძველი ლეაო სჭირდება".