1 წლის და 8 თვის წინ
"მილანი" 1:0 "ტორინო" | პიოლის მატჩისშემდგომი კომენტარი
"მილანი" 1:0 "ტორინო" | პიოლის მატჩისშემდგომი კომენტარი
ავტორი
Aa

"ტორინოსთან" მოგებული მატჩის შემდეგ "მილანის" თავკაცმა, სტეფანო პიოლიმ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

"ეს გამარჯვება უნდა მივიღოთ, როგორც ახალი დასაწყისი. ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდებოდა და არ შევმცდარვართ. "ტორინომ" მაღალი პრესინგი შემოგვთავაზა, რითიც კომბინაციური ფეხბურთის ჩვენება გაგვიჭირდა, თუმცა გუნდი როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში თავდაჯერებულად თამაშობდა.

ჟირუს გოლმა ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოგვიტანა და მხრებიდან დიდი ტვირთი მოგვხსნა. ეს მცირე, მაგრამ ძალიან საჭირო ნაბიჯი. ეს იმ ფორმას დაგვიბრუნებს, რომელიც "მილანს" შეეფერება. 

ჩვენი მიზანი ახლა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა, თუმცა ამისთვის უფრო სტაბილურად თამაში მოგვიწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ოთხეულში შესვლა მარტივი არ იქნება, რადგან წელს სერია ა-ში წარმოუდგენლად დიდი კონკურენციაა.

ლეაო? ის ძალიან უცნაური პიროვნებაა. მთელი ეს პერიოდი მეგონა, რომ მას ფლანგზე თამაში მოსწონდა და სწორედ ამ პოზიციაზე ვაყენებდი. თუმცა, ბოლო დღეებში, როცა შუაში ვტესტავდი, ის მოვიდა და მითხრა, რომ სწორედ ამ პოზიციაზე თამაში მოსწონს ყველაზე მეტად. თუმცა რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ ის ფლანგზე აღარ ითამაშებს, ლეაომ ორივე პოზიცია უნდა შეითავსოს და მეტოქიდან გამომდინარე ითამაშოს."


Facebook კომენტარები