1 წლის და 8 თვის წინ
"ინტერი" - "მილანი" | პიოლის მატჩისწინა კომენტარი
"ინტერი" - "მილანი" | პიოლის მატჩისწინა კომენტარი
ავტორი
Aa

სერია ა-ს მორიგი ტურის ცენტრალურ მატჩში მილანური დერბი შედგება. შეხვედრის წინ სტეფანო პიოლიმ მედიასთან ისაუბრა:

"ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. გუნდი მძიმე სიტუაციის გამოსასწორებლად მოტივირებული და მონდომებულია.

"ინტერის წინააღმდეგ თამაში მარტივი არასოდეს არის, მაგრამ ამავდროულად ეს არის შანსი იმისა, რომ ამ რთულ პერიოდს წერტილი დავუსვათ. დერბიში გამარჯვება თავდაჯერებულობას დაგვიბრუნებს, რაც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. 

ჩვენს მიმართ წამოსული კრიტიკა დავიმსახურეთ, რადგან გუნდი არ აჩვენებს იმ დონეს, რომელიც იტალიის ჩემპიონს ეკადრება. ვიცი, რომ  გაცილებით უკეთ თამაში შეგვიძლია. სირთულეები ფეხბურთის ნაწილია და უნდა ვაჩვენოთ, რომ მათი დაძლევისა და ბრძოლის გაგრძელების პოტენციალი გვაქვს.

რატომ არ არის იბრა ჩემპიონთა ლიგის განაცხადში? ზლატანმა გუშინ გუნდთან ერთად მხოლოდ 10 წუთი ივარჯიშა, დღეს კი ის ინდივიდუალურად მუშაობას აგრძელებს. სამწუხაროდ, ზლატანი ჯერჯერობით მზად არ არის და არ ვიცით, როდის დაუბრუნდება ის მოედანს. 

ფრე? უფლება არ გვაქვს მატჩი ფრეზე ფიქრით დავიწყოთ, მოედანზე 3 ქულის მოსაპოვებლად გავალთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. „სასტარტო შემადგენლობა ? მე გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს, მაგრამ ახლა ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებ".


Facebook კომენტარები