2 წლის და 5 თვის წინ

ძანიოლოს ტრანსფერი ფერხდება - მიზეზი ცნობილია

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, გასული დღეების განმავლობაში მედია ნიკოლო ძანიოლოს "მილანთან" აკავშირებდა.
ცნობილი და გავლენიანი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport სავარაუდო ტრანსფერთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, იტალიელი ფეხბურთელის "როსონერიში" ტრანსფერი ფერხდება, რისი მიზეზიც სხვა გუნდის შეთავაზებაა.
ირკვევა, რომ "რომამ" პრემიერ ლიგის ბინადარი "ბორნმუთისგან" დაახლოებით 28-მილიონიანი შეთავაზება მიიღო, რისი გამეორებაც "მილანს" არ შეუძლია.
დიდი ალბათობით, ძანიოლოს ლომბარდიულ გრანდში ტრანსფერი გამოირიცხა და ის კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ

"მეგონა, რომ დამარტყამდა", - პატო კალაძესთან მომხდარ ინციდენტზე
1 წლის წინ

ბოატენგი: "ცოლთან ღალატის მიზეზი რონალდინიო იყო"
1 წლის წინ

კასანო: "არც თევზია და არც ხორცი, უფრო მარსიალს მაგონებს"
1 წლის და 1 თვის წინ

ტონალი: "ჩემი ოცნებაა, "მილანში" დავბრუნდე და ტიფოზების სახეზე ისევ ღიმილი ვნახო"