3 დღის და 6 საათის წინ

როგორი იქნება "მილანის" შეტევა ძანიოლოს ტრანსფერის შემთხვევაში

ავტორი
Aa
ახალი ამბავი არ არის, რომ იტალიური მედია "მილანს" ნიკოლო ძანიოლის სახელს უკავშირებს.
აღნიშნულ ინფორმაციებში სიმართლის მარცვალი ნამდვილად დევს, რადგან ამას გავლენიანი გამოცემები ადასტურებენ.
იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport გვთავაზობს, როგორი იქნება "როსონერის" შემტევი ხაზი "ჯალოროსის" ფეხბურთელის ტრანსფერის შემთხვევაში.
მარცხენა ფლანგზე, რა თქმა უნდა, რაფაელ ლეაო დადგება, ცენტრალურ ნახევარმცველად ბრაჰიმ დიასი მოგვევლინება, რომელსაც პერიოდულად საელემაეკერსი ჩაანაცვლებს, მარჯვენა ფლანგს კი სწორედ ძანიოლო ჩაიბარებს.
რაც შეეხება ცენტრალური შემტევის პოზიციას, აქ ისევ ოლივიე ჟირუს ვიხილავთ, რომელიც ხანდახან შესაძლოა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჩაანაცვლოს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 საათის და 32 წუთის წინ

ძანიოლომ "ბორნმუთი" იუარა - "მილანი" კვლავ საქმეშია
3 საათის და 44 წუთის წინ

ლაზეტიჩს მსურველები არ აკლია - როგორია "მილანის" პოზიცია
1 დღის და 15 საათის წინ

დაიწყებს თუ არა ტეო "სასუოლოსთან" მატჩს ძირითად შემადგენლობაში - ახალი ცნობა
1 დღის და 15 საათის წინ

სიახლე ლაზარეთიდან - ვინ დაუბრუნდა "მილანს"