1 წლის და 3 თვის წინ
მალდინი ჯანლუიჯი ბუფონს დაუკავშირდა
მალდინი ჯანლუიჯი ბუფონს დაუკავშირდა
ავტორი
Aa

იტალიურ პრესაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ "მილანს" ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდის, ჯანლუიჯი ბუფონის დამატება სურს. 

"როსონერის" მეკარის პოზიციაზე სერიოზული პრობლემები აქვს. კვლავ ტრავმას მკურნალობს გუნდის ძირითადი კიპერი, მაიკ მენიო, ხოლო 36 წლის ჩიპრიან ტატარუშანო მას ჯეროვან შემცვლელობას ვერ უწევს.  სწორედ ამიტომ, ლომბარდიელებმა ბუფონისკენ გაიხედეს. 

44 წლის ჯიჯი ამჟამად სერია B-ს კლუბ "პარმაში" ასპარეზობს. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ მან "სან სიროზე" ითამაშა და მილანის "ინტერის" თასიდან გამოთიშვასთანაც ახლოს იყო, თუმცა "ნერაძურიმ" "პარმა" ბოლოს გატეხა. 

Calcio Style-ს ინფორმაციით, სწორედ "ინტერთან" შეხვედრის შემდეგ დაუკავშირდა ბუფონს "მილანის" ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი. მალდინის უნდოდა გაეგო, განაცხადებდა თუ არა თანხმობას ვეტერანი კიპერი იტალიის მოქმედ ჩემპიონთა რიგებში თამაშზე.

 არსებობს ვარაუდი, რომ "როსონერი" ბუფონს 6-თვიან კონტრაქტს შესთავაზებს, რომელსაც 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივა ექნება. მიმდინარე სეზონში ჯიჯიმ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლი გაუშვა.


Facebook კომენტარები