1 წლის და 3 თვის წინ
მალდინი: "ხმაურიანი ტრანსფერების განხორციელება არ შეგვიძლია"
მალდინი: "ხმაურიანი ტრანსფერების განხორციელება არ შეგვიძლია"
ავტორი
Aa

"მილანის" სპორტულმა დირექტორმა, პაოლი მალდინიმ რომში განცდილი უმძმესი მარცხის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ისუაბრა:

"გასულ სეზონში, ამ მოედანზე, სკუდეტოსთვის ვიბრძოდით და ვიცოდით, რომ თითოეული ქულა უმნიშვნელოვანესი იყო, ახლა სრუიად განსხვავებულ სიტუაციაში ვართ.

გამოვეთიშეთ კოპა იტალიას, დავმარცხდით სუპერ კოპაზე, ამ ტურნირებზე კი უკეთ ასპარეზობა გვსურდა, რაც ვერ გავაკეთეთ. 3 მატჩში 11 გოლი გავუშვით, ამიტომ იმის თქმა, რომ კარგი პერიოდი გვაქვს, თავის მოტყუება იქნება.

გასულ სეზონში მატჩებს ჩვენი სულისკვეთებით ვიგებდით, ახლა კი ეს სულისკვეთება დაკარგული გვაქვს და მის დაბრუნებაზე მუშაობა მოგვიწევს, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე.

ჩემი დროის "მილანშიც" იყო მსგავსი შემთხვევები. როცა გუნდი თავდაჯერებულობასა და ფორმას კარგავს ვიცით, როგორ უნდა გადავლახოთ ეს რთული მომენტები. ახლა არ ვართ 90-იანების "მილანი", რომელიც სავსე იყო ჩემპიონებით, მაშინ გვქონდა რესურსები, რომ მსოფლიოში გამორჩეული ფეხბურთელები გვყოლოდა და თან ისე, რომ ფინანსური ბალანსი შეგვენარჩნებინა, ახლა კი ამის გაკეთება შეუძლებელია.

ფრანკ კესი დავკარგეთ იმიტომ, რომ მისი მოთხოვნილი ხელფასის გადახდა არ შეგვეძლო, მსგავსი შემთხვევა გვქონდა სხვა ფეხბურთელებთანაც. გახმაურებულ ტრანსფერებს ვერ განვახორციელებთ, უნდა მოვიძიოთ ახალგაზრდა ტალანტები, რადგან უკვე შემდგარი ჩემპიონების გაფორმება არ შეგვიძლია.

გუნდის გაძლიერების გზებს ყოველთვის ვეძებთ, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და არჩეული კურსი შევინარჩუნოთ.

სიტუაცია რთულია, მაგრამ არა კატასტროფული, ჩვენ მეორე პოზიციაზე ვართ, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება კი გუნდსი მთავარი სამიზნე გახლავთ", - აღნიშნავს მალდინი.


Facebook კომენტარები