1 წლის და 2 თვის წინ
"ლაციო" 4:0 "მილანი" | პიოლის მატჩისშემდგომი კომენტარი
"ლაციო" 4:0 "მილანი" | პიოლის მატჩისშემდგომი კომენტარი
ავტორი
Aa

"ლაციოსთან" გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხების შემდეგ სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა:

"აქ იმიტომ ვარ და იმიტომ გესაუბრებით, რომ ვალდებული ვარ. ახლა მილანელოზე თავდახრილები უნდა დავბრუნდეთ და მუშაობა გავაგრძელოთ.

ჩვენი პრობლემა არა ტაქტიკა, არამედ მენტალური ასპექტია, რადგან ვუშვებთ გოლებს ისეთ სიტუაციებში, რომელთა წაკითხვა ძალიან მარტივი უნდა იყოს.

ბოლო ორი კვირა ძალიან მძიმედ გადასალახი გამოვიდა. ცუდი ფორმა და ცუდი შედეგები გუნდს მენტალურად კიდევ უფრო ამძიმებს, რაც ჩვეულ დონეზე დაბრუნების საშუალებას არ გვაძლევს.

ყველაზე დიდი პრობლემა გუნდს ექმნება მაშინ, როდესაც ბურთი მეტოქეს აქვს, ჩვენ ასეთ მომენტებში საკმარისად აგრესიულები არ ვართ და კომუნიკაციის ნაკლებობა გვაქვს. ამ პრობლემის გადაჭრის მხოლოდ ერთი გზა ვიცი და ეს კიდევ უფრო მეტი მუშაობაა.

სკუდეტო? ჩვენი მთავარი მიზანი ახლა არის ის, რომ ჩვეულ დონეზე თამაშს დავუბრუნდეთ და ეს მაქსიმალურად მოკლე დროში გავაკეთოთ. "ნაპოლისთან" ჩამორჩენა ზედმეტად დიდია იმისთვის, რომ სკუდეტოზე ვფიქრობდეთ".


Facebook კომენტარები