1 წლის და 2 თვის წინ
"ლაციო" - "მილანი" | პიოლის მატჩისწინა პრესკომფერენცია
"ლაციო" - "მილანი" | პიოლის მატჩისწინა პრესკომფერენცია
ავტორი
Aa

სტეფანო პიოლიმ სერია ა-ს  მე-19 ტურში, “ლაციოსთან” გასამართი  მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა:


“რთული პერიოდი გვაქვს, რისთვისაც თვალის გასწორება აუცილებელია, მაგრამ “ლაციოსთან” მატჩი  კიდევ ერთი შანსა, რომელიც მდგომარეობის გამოსასწორებლად უნდა გამოვიყენოთ. 


კრიტიკა ჩვენ მიმართ სრულიად ნორმალურია, რადგან გუნდი ჩვეულ დონეზე ვერ თამაშობს. უნდა დავიბრუნოთ ის კომპაქტურობა, ტემპი და ბრძოლის სურვილი, რომელიც ჩემს გუნდს ახასიათებს.


 შესანიშნავი ფეხბურთელები მყავს და დარწმუნბული ვარ, რომ ამ სიტუაციას გამოვასწირებთ. 


“მილანი” სერია ა-ს ჩემპიონია, ამიტომ ჩვენ წინააღმდეგ თითოეული გუნდი გაორმაგებული მოტივაციით თამაშობს. ჩვენ ახლა ორი გზა გვაქვს, შეგვეცოდოს საკუთარი თავი, ან სიტუაციაზე რეაგირება მოვახდინოთ და ბრძოლა გავაგრძელოთ. დარწმუნბული ვარ, რომ ბიჭები მეორეს აირჩევენ.


“ლაციო” ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს. მათ კარგი სეზონი აქვთ და ვიცით, რომ სასურველი შედეგის მოპოვება მარტივი არ იქნება”.


Facebook კომენტარები