8 თვის წინ

"მილანმა" თვალი "რეალის" მოთამაშეს დაადგა - საინტერესო სამიზნე

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, "მილანი" მცველის ძიებაშია და კლუბი ტოპ 5 ლიგის მასშტაბით რამდენიმე კანდიდატს აკვირდება.
ცნობილი ესპანური გამოცემა Relevo წერს, რომ "როსონერიმ" ახალ სამიზნეს მადრიდის "რეალში" მიაგნო.
ირკვევა, რომ ლომბარდიულმა გრანდმა თვალი ნაჩო ფერნანდესს დაადგა, რომელიც "ბლანკოსთან" ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდება.
ხელმძღვანელობასთან დაძაბული ურთიერთობის გამო, ესპანელი გუნდის დატოვებას განიხილავს, "მილანი" კი, როგორც ჩანს, სიტუაციას აქტიურად აკვირდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნაჩოს შეძენით, "შავ-წითლების" გარდა, პრემიერ ლიგური "ვულვერჰემპტონიც" ინტერესდება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
16 საათის და 43 წუთის წინ

ბუფონმა სერია A-ს სამი მთავარი ფავორიტი დაასახელა
19 საათის და 18 წუთის წინ

სარეკორდო თანხა! - რამდენს გამოიმუშავებს "მილანი" მაისურის სპონსორებისგან
1 დღის და 9 საათის წინ

"მილანის" ბოსებს მენიოსთან კითხვის ნიშნების გაქრობა სურთ
1 დღის და 12 საათის წინ

"ყველაფერი პიოლიზე იქნება დამოკიდებული", - არიგო საკი სერია A-ს ფავორიტებზე