1 წლის და 3 თვის წინ
კიაერი: "ასეთი მომენტების გადატანა მენტალურად ძალიან რთულია"
კიაერი: "ასეთი მომენტების გადატანა მენტალურად ძალიან რთულია"
ავტორი
Aa

"ინტერთან" მარცხის შემდეგ სიმონ კიაერმა, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ პირველად მოხვდა, მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

"მატჩი საშინლად დავიწყეთ, ვერ ვახერხევდით მწვრთნელის მითითებები შეგვესრულებინა, გატანილმა გოლმა კი ყველაფერი კიდევ უფრო გაართულა.

"ინტერი" ძალიან ძლიერი გუნდია, რომელამც კარგად იცის, თუ რას აკეთებს, ჩვენ კი ჩვენი ძლიერი მხარეების გამოყენება ვერ შევძელით, რის გამოც ქომაგებს ბოდიშს ვუხდი. 

ეს მარცხი ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ახლა თავდაუზოგავი მუშაობა და წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. გუნდი ამ მატჩს აუცილებლად განიხილავს და სწორ დასკვნებს გამოიტანს. 

ასეთი მომენტების გადატანა მენტალურად ძალიან რთულია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, მაგრამ განვითარება უნდა გავაგრძელოთ და ის იდენტობა დავიბრუნოთ, რომელიც ბოლო პერიოდში დავკარგეთ.“


Facebook კომენტარები