1 წლის და 3 თვის წინ
"მილანი" 0:3 "ინტერი" | პიოლის მატჩისშემდგომი კომენტარი
"მილანი" 0:3 "ინტერი" | პიოლის მატჩისშემდგომი კომენტარი
ავტორი
Aa

სამწუხაროდ, "მილანმა" მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესება და "ინტერის" გამარჯვება ვერ შეძლო. გუნდმა ტიტული თითქმის უბრძოლველად დათმო და თასი თანაქალაქელ "ინტერს" აღამართინა.

შეხვედრის შემდეგ, სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა:

"იმ ხარისხის მატჩი ჩავატარეთ, რომელიც ასეთი დონის შეხვედრისთვის არ გვეპატიება. საშინელი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარი კარგად დავიწყეთ, თუმცა ტემპის შენარჩუნება ვერ შევძელით და დავმარცხდით.

შეცდომებს, რომლებიც დღეს დავუშვით, "ინტერის" დონის გუნდი არასდროს გაპატიებს, მენტალურად ძალიან რთული მომენტი გვაქვს და ამ ასპექტზე ბევრი მუშაობა მოგვიწევს.

თავდაუზოგავი შრომა და პროგრესი უნდა გავაგრძელოთ, ეს ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რთულ მომენტს გავუმკლავდებით და ბრძოლას გავაგრძელებთ.

ტეოს ცუდი მატჩი? ინდივიდუალურად არავისზე საუბარი არ მსურს. ჩვენ ვიგებთ და ვაგებთ როგორც გუნდი, ამიტომ თითის გაშვერა რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელის მიმართ სწორი არ არის.  ძველებური მენტალური და ძალა უნდა დავიბრუნოთ, მხოლოდ ასე სევძლებთ წინსვლა გავაგრძელოთ.“


Facebook კომენტარები