1 წლის და 3 თვის წინ
ინძაგი: "დერბი სხვა მატჩებისგან განსხვავდება"
ინძაგი: "დერბი სხვა მატჩებისგან განსხვავდება"
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, დღეს "დერბი დელა მადონინა" იტალიის სუპერთასის მფლობელს გაარკვევს.

"ინტერისა" და "მილანის" შეხვედრამდე "ნერაძურის" მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ მედიასთან ისაუბრა.

"ვიცით, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს თამაში. ეს დერბია და, თანაც, ფინალი, რაც ამას მნიშვნელობას უმატებს. სეზონში პირველი ტიტულის მოპოვება შეგვიძლია და გვსურს, კარგი პერფორმანსი შევქმნათ.

რას გაძლევს დერბიში დამარცხება? უფრო მეტ სურვილს, რომ მოიგო, რადგან დერბი სხვა მატჩებისგან განსხვავდება. გასულ სეზონში მრავალი დერბი გვქონდა, რომელთა ნაწილიც მოვიგეთ, ნაწილში კი დავმარცხდით.

ყოველთვის არის მატჩები, რომლებიც კონკრეტული მომენტებით წყდება. მიმდინარე სეზონში დაუმსახურებლად წავაგეთ: პირველ ნახევარში "მილანი" უკეთესი იყო, მაგრამ შესვენების შემდეგ დამარცხებას არ ვიმსახურებდით," - განაცხადა ინძაგიმ.


Facebook კომენტარები