

“ინტერთან” გასამართი მატჩის წინ, “მილანის” კაპიტანმა დავიდე კალაბრიამ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:
"გუნდში ამაღლებული განწყობაა. ვნერვიულობთ, რადგან რთული მატჩია, მაგრამ “ინტერის” არ გვეშინია.
გვყავს გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან ბევრს საუბრობენ გასახდელში, გამოცდილებას გვიზიარებენ და ეს მენტალურად გვეხმარება.
დი მარკოსთან დაპირისპირება საინტერესო იქნება. ჩვენ ერთად გავიზარდეთ იტალიის ნაკრების ახალგაზრდულ სექტორში და ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. ბედნიერი ვარ, რომ მას კარგი კარიერა აქვს ინტერში.
ჩემი კარიერა? აქ გავიზარდე და იმედი მაქვს, რომ აქვე დავასრულებ, “მილანში” კარიერის ბოლომდე მსურს დარჩენა”.
არ ვფიქრობ, რომ წინა ჩემპიონობა ჩვენი მაქსიმუმი იყო. მინდა, რომ ტიტული დავიცვათ და თასი ავწიო, როგორც კაპიტანმა. მინდა “მილანის” კაპიტნის სამკლაურით რაც შეიძლება ბევრი ტიტული მოვიგო, მსურს, ჩემი საკუთარი ისტორია დავწერო”.