1 წლის და 10 თვის წინ
საკი: "მილანი" მოედანზე ჩვეულ ჟინს ვეღარ აჩვენებს"
საკი: "მილანი" მოედანზე ჩვეულ ჟინს ვეღარ აჩვენებს"
ავტორი
Aa

ლეგენდარულმა არიგო საკიმ იტალიის სუპერ თასისა და სხვა საინტერესო თემებზე მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

“მილანური დერბი ყოველთვის გამორჩეული დაპირისპირებაა. ტიტულთან ერთად, გამარჯვებული გუნდი მნიშვნელოვან მენტალურ უპირატესობას მოიპოვებს, რაც ფეხბურთში უმნიშვნელოვანესია.

Სამწუხაროდ, შთაბეჭდილება მრჩება, რომ “მილანის” ფეხბურთელები მოპოვებული სკუდეტოთი დაკმაყოფილდნენ და მოედანზე ჩვეულ ჟინს ვეღარ აჩვენებენ, ასე კი მათ ბრძოლა გაუჭირდებათ


“Რომელუ ლუკაკუ ანტონიო კონტეს “ინტერის” წამყვანი ფიგურა იყო, რომელმაც გუნდს ტიტული მოუტანა. მისი ჩამოწერა ჯერ ძალიან ადრეა. “ჩელსიში” გადაბარგების შემდეგ, რომელუ ფიზიკურად მოწოდების სიმაღლეზე აღარ არის, მაგრამ თუ ის მოტივაციას დაიბრუნებს, გუნდისთვის კვლავ ძალიან სასარგებლო გახდება.

Შარლე დე კეტელარე ძალიან შეშინებულია და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მოედანზე დამარცხებული გამოდის. უცხოელებს იტალიურ ფეხბურთთან ადაპტაციისთვის ყოველთვის უფრო მეტი დრო სჭირდებათ, ამიტომ საბოლოო დასკვნების გამოტანა არ უნდა ვიჩქაროთ. რა თქმა უნდა, მას ახლა რთული პერიოდი აქვს, მაგრამ მალდინი  ენდობა და ჩვენც საკმარისი დრო უნდა მივცეთ”.


Facebook კომენტარები