1 წლის და 10 თვის წინ
“Მილანი” - “ინტერი” | პიოლის მატჩისწინა კომენტარი
“Მილანი” - “ინტერი” | პიოლის მატჩისწინა კომენტარი
ავტორი
Aa

დღეს, იტალიის სერია ა-ს და იტალიის თასის გამარჯვებულები ერთმანეთს სუპერ თასზე დაუპირისპიდებიან, ანუ წინ კიდევ ერთი დაუვიწყარი დერბი “დელა მადონინა” გველოდება. 

Შეხვედრის წინ, “მილანის” თავკაცმა სტეფანო პიოლიმ პრეს-კონფერენცია გამართა. 

"წინ ძალიან რთული მატჩი გველოდება, ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მეტოქის წინააღმდეგ, ამიტომ სასურველი შედეგის მოსაპოვებლად ძალების მობილიზება გვმართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამარჯვება გაგვიჭირდება. 

ვიცით, რომ ბოლო შედეგები ისეთი არ ყოფილა, როგორსაც ვისურვებდით, ამიტომ თასის მოპოვება მენტალურად გაგვაძლიერებს და დამატებით ენერგიას შეგვძენს. 

“ინტერი” ძლიერი გუნდია, მაგრამ მათ, როგორც სხვა ნებისმიერს, სუსტი წერტილები აქვს, რომლებიც ჩვენ ძალიან კაგად ვიცით. 

მოტივაციის პრობლემა? Წარმოუდგენელია როგორ შეიძლება, ასეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მოტივაციის ნაკლებობა ჰქონდეთ? ჩვენ ისეთივე მოტივირებულები და გამარჯვებებს მოწყურებულები ვართ, როგორც წინა სეზონში. 

Პრობლემები? გუნდი დაცვაში ბევრ შეცდომას უშვებს და მეტოქეებს ბევრი გოლის გატანის საშუალებას აძლევს, ამ ასპექტზე ბევრს ვმუშაობთ და მჯერა, რომ უახლოეს ეპრიოდში ჩვეულ დონეს დავუბრუნდებით.“


Facebook კომენტარები