1 წლის და 2 თვის წინ
"ლეჩე" 2:2 "მილანი" | პიოლის მატჩისშემდგომი კომენტარი
"ლეჩე" 2:2 "მილანი" | პიოლის მატჩისშემდგომი კომენტარი
ავტორი
Aa

"ლეჩესთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ "მილანის" თავკაცმა, სტეფანო პიოლიმ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

"ძალიან ცუდი პირველი ტაიმი ჩავატარეთ, ყველა ასპექტში საშინლად გამოვიყურებოდით. დავუშვით შეცდომები, რომელთა თავიდან არიდება ძალიან მარტივად შეგვეძლო. მეორე ტაიმში გაცილებით უკეთესები ვიყავით და გვქონდა შანსი, რომ 3 ქულა მოგვეპოვებინა, მაგრამ საერთო ჯამში ვიცით, ასეთი შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს.

დღეს გამარჯვება და 3 ქულის მოპოვება გვსურდა, რაც "ინტერთან" შეხვედრის წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ამის გაკეთება ვერ შევძელით, რის გამოც იმედგაცრუებულები ვართ.

ტეოს შეცვლა? ფლანგებზე მეტი ენერგია და სიმწვავე მჭირდებოდა, ამიტომ ტეოსა და ალექსისის გამოცვლა გადავწყვიტე. 

სუპერ თასი? "ინტერთან" მატჩისთვის გუნდი მზად იქნება, ასეთი შეხვედრებისთვის ყოველთვის განსაკუთრებით მოტივირებულები ვართ, მაგრამ პირველ რიგში "მილანს" დღევანდელი შეცდომების გაანალიზება და დასკვნების გამოტანა მოუწევს.

ნელ-ნელა ლაზარეთიდან ფეხბურთელები გვიბრუნდებიან, სუპერ თასამდე დაგვიბრუნდება რებიჩი, ორიგი თავს კარგად გრძნობს, იმედია ძალიან მალე იბრაც მოახერხებს თამაშს. ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს, მაგრამ მუშაობა და პროგრესი უნდა გავაგრძელოთ, რადგან ქულების ასე დაკარგვა სიტუაციას საგრძნობლად გვირთულებს".


Facebook კომენტარები