1 წლის და 3 თვის წინ
პრემიერ ლიგის რომელი კლუბი ინტერესდებოდა ბენასერით - ახალი ინფორმაცია
პრემიერ ლიგის რომელი კლუბი ინტერესდებოდა ბენასერით - ახალი ინფორმაცია
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმეთვიანი უთანხმოების შემდეგ, ისმაელ ბენასერმა "მილანთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა.

ალჟირელი ნახევარმცველი "როსონერიში" 2027 წლამდე დარჩება და გაზრდილ ანაზღაურებასაც მიიღებს.

ცნობილი და გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ბენასერთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ჟურნალისტის თქმით, ნახევარმცველის გადაბირებით "ლივერპული" იყო დაინტერესებული, თუმცა ეს მხოლოდ ინტერესით შემოიფარგლა და მერსესაიდელებს შეთავაზება არ გაუკეთებიათ.

გარდა ამისა, ინგლისური მედია მის სახელს ლონდონის "ჩელსისაც" უკავშირებდა, თუმცა ეს ჭორი აღმოჩნდა.


Facebook კომენტარები