2 წლის და 6 თვის წინ

"ატალანტა" გაჯიუტდა - ბერგამოელები სპორტიელოს არ უშვებენ

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, "მილანი" სათადარიგო მეკარის ძებნაშია, გუნდის მთავარი პრიორიტეტი კი "ატალანტას" მეკარე მარკო სპორტიელოა.
"როსონერი" იტალიელი კარის დარაჯის ტრანსფერით ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზეც ინტერესდებოდა, თუმცა ბერგამოელები საკმაოდ გაჯიუტდნენ.
ცნობილი და გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი დანიელე ლონგო წერს, რომ ლომბარდიულმა გრანდმა ტრანსფერის შეთავაზება გუშინაც გააკეთა, "ატალანტას" ხელმძღვანელობამ კი ეს შეთავაზება უარით გაისტუმრა და მასში 6 მილიონი ევრო მოითხოვა.
მიუხედავად ამისა, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ სპორტიელო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანს" სრულიად უფასოდ შეუერთდება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ

"მეგონა, რომ დამარტყამდა", - პატო კალაძესთან მომხდარ ინციდენტზე
1 წლის წინ

ბოატენგი: "ცოლთან ღალატის მიზეზი რონალდინიო იყო"
1 წლის წინ

კასანო: "არც თევზია და არც ხორცი, უფრო მარსიალს მაგონებს"
1 წლის და 1 თვის წინ

ტონალი: "ჩემი ოცნებაა, "მილანში" დავბრუნდე და ტიფოზების სახეზე ისევ ღიმილი ვნახო"