1 წლის და 3 თვის წინ
"მილანი" "ცოდვებისთვის" ისჯება
"მილანი" "ცოდვებისთვის" ისჯება
ავტორი
Aa

"მილანის“ ზაფხულში ჩატარებული სატრანსფერო პოლიტიკა არ მუშაობს და ახლა კლუბში ამის საფასურს იხდიან. "როსონერის" ხელმძღვანელობა გრძნობს, რომ შეცდომები დაუშვეს. 

იტალიურმა გრანდმა ზაფხულში 6 ფეხბურთელი დაიმატა: ჩარლზ დე კეტელარე, მალიკ ტიაუ, ასტერ ვრანკქსი, დივოკ ორიჯი, იასინ ადლი და სერჟინიო დესტი, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე მათგანმა დამაკმაყოფილებელი შთაბეჭდილება დატოვა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში "მილანმა" პირველი სკუდეტო მოიგო და ეს მეტწილად პაოლო მალდინისა და მასარას ეფექტური სატრანსფერო პოლიტიკის დამსახურებაა.  სატრანსფერო ბაზარზე მათი შთამბეჭდავი, გააზრებული და ინტელექტუალური მუშაობით გუნდში პერსპექტიული ახალგაზრდები მოვიდნენ, რომლებმაც სტეფანო პიოლისთან ერთად ტაქტიკურად გამართული გუნდი შექმნეს.

"Corriere della Sera" წერს, რომ 2022 წლის ზაფხულში გაკეთებულ არცერთ ტრანსფერს გუნდის შედეგზე ან წინსვლაზე გავლენა არ მოუხდენია, რის გამოც ამ თვეში "მილანი" რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ახლა კი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ღიაა.

მალდინიმ და მასარამ პიოლის სწორი ფეხბურთელები უნდა მიუყვანონ, რათა როგორმე "ნაპოლისთან" 7-ქულიანი ჩამორჩენა აღმოიფხვრას.

განხორციელებული 6 ტრანსფერიდან ძირითად შემადგენლობაში ადგილი არცერთს არ დაუმკვიდრებია. ეს კი მთავარი მწვრთნელის არჩევანს საკმაოდ ზღუდავს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ "როსონერი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა, სადაც "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება. ნებისმიერ შემთხვევაში, "მილანს" გაძლიერება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატებას ვერცერთ ფრონტზე ვერ მიაღწევს.



Facebook კომენტარები