1 წლის და 3 თვის წინ
პიოლი: "ბოდიში, რომ ვერ მოვიგეთ"
პიოლი: "ბოდიში, რომ ვერ მოვიგეთ"
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, "მილანი" სერია ა-ს ეგიდით რომას დაუპირისპირდა, შეხვედრა კი ფრედ, 2:2 დასრულდა.

მატჩის შემდეგ "როსონერის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ მედიასთან ისაუბრა.

"ბოდიში, რომ ვერ მოვიგეთ. ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ და ასევე ვითამაშეთ კიდეც, თუმცა სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. ამ მატჩს წყნარად გავაანალიზებთ.

იმ მატჩის ვერ მოგება, რომელშიც ასე კარგად გამოიყურებოდი, ნამდვილად სირცხვილია. ცვლილებებით გუნდში ახალი ენერგიის შემოტანა მსურდა.

გუნდს ვეტყვი, რომ ასე თამაში უნდა გავაგრძელოთ, თუმცა მატჩი 95-ე წუთზე მთავრდება. ბოლო წუთები 2:1-მა შეცვალა. მათ ბოლო წუთამდე გათანაბრება სცადეს, ჩვენ კი მსგავს მომენტებში თავი უკეთ უნდა დავიცვათ," - განაცხადა პიოლიმ.


Facebook კომენტარები