1 წლის და 3 თვის წინ
ნესტა: "მილანი" სწორი სტრატეგიით მოქმედებს"
ნესტა: "მილანი" სწორი სტრატეგიით მოქმედებს"
ავტორი
Aa

ალესანდრო ნესტამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას "მილანის" სატრანსფერო სტრატეგია შეაქო და "რომასთან" მოახლოვებული მატჩის შესახებაც გააკეთა კომენტარი:

"მილანმა" გაიფორმა ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც გუნდის სათამაშო ფილოსოფიას იდეალურად შეესაბამებიან. მათ მაღალი პრესინგისა და ოპონენტებისთვის სივრცეების შეზღუდვა სურთ, რასაც ტომორი და კალულუ თავს იდეალურად ართმევენ. ვფიქრობ, "მილანმა" სწორი სატრანსფერო სტრატეგია აირჩია, რომელსაც გუნდი ბოლომდე უნდა მიჰყვეს. 

"რომას" ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ მათ მატჩის მსვლელობისას კონცენტრაციის შენარჩუნება უჭირთ, რაც ასეთი დონის მატჩებში დაუშვებელია და ვფიქრობ, რომ ეს მათი ყველაზე დიდი სუსტი წერტილია, რომლის გამოყენებას "როსონერი" აუცილებლად ეცდება.“


Facebook კომენტარები