1 წლის და 3 თვის წინ
"მილანი" - "რომა" | პიოლის მატჩისწინა კომენტარი
"მილანი" - "რომა" | პიოლის მატჩისწინა კომენტარი
ავტორი
Aa

სერია ა-ს მე-17 ტურში "მილანის" საკუთარ მოედანზე "რომას" უმასპონძლებს. შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

დედაქალაქელებთან გასამართი მატჩის შესაქხებ, სტეფანო პიოლიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

"რომა" ძლიერი, სრულყოფილი გუნდია, ორგანიზებულობა და შემტევუნარიანობა მათი პლიუსია. ჩვენს მეტოქეს ბევრის მიღწევა შეუძლია და მათ პატივი უნდა ვცეთ. "ჯალოროსის" ჰყავს ძანიოლო და დიბალა, რომლებიც ძალიან საინტერესო და განსხვავებულ დუეტს ქმინიან, ისინი კარგად უნდა შევზღუდოთ და გავითვალისწინოთ ისიც, რომ მათ სტანდარტების შესრულება უმღლეს დონეზე შეუძლიათ.

ხვალ იგივე შემადგენლობით ვიქნებით, როგორც სალერნოში. იმედი მაქვს, რომ სხვა მოთამაშეები სათამაშო კონდინციას მალე დაუბრუნდებიან. კიაერს მსოფლიო ჩემპიონატიდან გარკვეული პრობლემები აქვს, რომელსაც მალე გადალახავს. დავიდეს დაბრუნებით კი ბედნიერები ვართ, რადგან ის ძალიან ძლიერი და მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

ჟირუ ძალიან კარგ მდგომარეობაშია, როგორც ფიზიკურად ისე მენტალურად. მომდევნო კვირები უმნიშვნელოვანესი და ძალიან დატვირთული იქნება, ამიტომ ყველა მჭირდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ხვალ გველის, შემდეგ თამაშიდან თამაშამდე ჩვენ განსხვავებულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ.

დე კეტელარე მზად არის, მე მას ვენდობი. ვრანსკის და ტიავის აქვთ შანს თითოეულ თამაშში მიიღონ სათამაშო დრო. მჯერა, რომ ამ მომენტში გუნდში უწყვეტობა მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება მენიოს, სამწუხაროდ არ გვაქვს მისი დაბრუნების დროის შესახებ ინფორმაცია. დროდადრო სამედიცინო პერსონალთან ერთად ვაპასებთ მის მდგომარეობს, არ გვსურს ავჩქარდეთ და რისკზე წავიდეთ. მაიკი ჩვენს მხარდაჭერას ყოველდღურად გრძნობს. დღეს დილას ვასკესს ვესაუბრე, თანაგუნდელებთან ერთადაც ივარჯიშა. მას აქვს საკმარისი ენთუზიაზმი და მიზანსწრაფულობა აქვს.

სანდრო პროგრესისკენ ყოველდღურად უდიდეს ნაბიჯებს დგამს, ის არის ნახევარმცველი, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მან იცის, როგორ მოერგოს წყობას. ის ხდება შესანიშნავი მოთამაშე და განაგრძობს ზრდას, რადგან მას აქვს დიდი ვნება და მონდომება. რაფა? უნდა ითამაშოს ისე, როგორც სალერნოში, ის უბრალოდ არაჩვეული იყო და გუნდის დახმარებისთვის მობილიზებული. რაფამ ასე უნდა განაგრძოს და ნამდვილი ჩემპიონი გახდება.

სკუდეტო? ჩვენ მხოლოდ საკუთარ ქულებს ვითვლით და ვიცით, რომ თასის დასაცავად ძალიან ბევრი ქულა და ძალიან ბევრი მატჩის მოგება გვჭირდება. ამას კი ხვალიდან დავიწყებთ".



Facebook კომენტარები