2 წლის და 8 თვის წინ

ტაქტიკაში ცვლილებაა - რა სთხოვა პიოლიმ ბრაჰიმის

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ "მილანი" სერია ა-ს ეგიდით "სალერნიტანას" ეწვია და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - 1:2.
"როსონერის" რიგებში თითქმის ყველა მოთამაშე კარგი იყო, თუმცა მათ შორის გამორჩეული აშკარად სანდრო ტონალი აღმოჩნდა, რომელმაც თავი გოლითაც გამოიჩინა.
ცნობილი და გავლენიანი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport გუშინდელი მატჩიდან საინტერესო დეტალს ავრცელებს.
როგორც ირკვევა, შეხვედრის მიმდინარეობისას, ლომბარდიული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ბრაჰიმ დიასს სთხოვა, რომ შედარებით მარჯვენა მხარეს გადასულიყო, რათა ცენტრალური არეალი სანდრო ტონალისთვის დაეთმო.
ბუნებრივია, ამას ბრაჰიმის მხრიდან ცუდი დამოკიდებულება არ მოჰყოლია, რადგან გუნდში ამისათვის ზედმეტად კარგი განწყობაა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის და 2 თვის წინ

"მეგონა, რომ დამარტყამდა", - პატო კალაძესთან მომხდარ ინციდენტზე
1 წლის და 2 თვის წინ

ბოატენგი: "ცოლთან ღალატის მიზეზი რონალდინიო იყო"
1 წლის და 2 თვის წინ

კასანო: "არც თევზია და არც ხორცი, უფრო მარსიალს მაგონებს"
1 წლის და 3 თვის წინ

ტონალი: "ჩემი ოცნებაა, "მილანში" დავბრუნდე და ტიფოზების სახეზე ისევ ღიმილი ვნახო"