2 თვის და 2 კვირის წინ

ტომორი: "3 ქულა მოვიპოვეთ, შესაბამისად, ბედნიერები ვართ"

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, "მილანი" სერია ა-ს ეგიდით "სალერნიტანას" ეწვია და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
შეხვედრის შემდეგ "როსონერის" დაცვის ბურჯმა ფიკაიო ტომორიმ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.
"ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს 3 ქულის მოპოვება იყო. მართალია თამაშის დასრულება უფრო ადრე შეგვეძლო, მაგრამ მთავარია, 3 ქულა მოვიპოვეთ, შესაბამისად, ბედნიერები ვართ.
სერია ა-ში თამაში მომწონს. ეს ჩემთვის განსაკუთრებული შეგრძნებაა. ამხანაგური მატჩები მხოლოდ წუთების მისაღებადაა, დღევანდელი გამარჯვება კი მნიშვნელოვანი იყო.
ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ. როცა აქ მოვედი, მინდოდა, რომ ყოველ კვირა მნიშვნელოვანი მატჩები გვქონოდა. აი, ჩვენ აქ ვართ, ყველა შეხვედრას მომზადებული უნდა დავხვდეთ და საუკეთესო შთაბეჭდილება უნდა დავტოვოთ," - განაცხადა ტომორიმ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
6 დღის და 2 საათის წინ

"მილანი" ლეაუს ახალ კონტრაქტს სთავაზობს? - "როსონერიმ" პორტუგალიელს ულტიმატუმი წაუყენა
2 კვირის წინ

"ტოტენჰეში" მატჩის წინ საკადრო პრობლემებია, რა ხდება "მილანში"
2 კვირის და 3 დღის წინ

პიოლი: "არ ვაპირებ, ლიგის მატჩის გამო "ფიორენტინასთან" ფეხბურთელები დავასვენო"
2 კვირის და 3 დღის წინ

"ფიორენტინა" - "მილანი" | გუნდების სავარაუდო შემადგენლობები