6 თვის და 1 კვირის წინ
ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა
ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა  კარლო ანჩელოტიმ უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფავორიტები დაასახელა.

"Gazzetta Di Parma"-სთან ინტერვიუში, იტალიელმა სპეციალისტმა ევროპაში ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნრის მიმდინარე გათამაშებიდან ოთხი კლუბი გამოარჩია.

როგორც ანჩელოტი ამბობს, ჩემპიონთა ლიგას მადრიდის "რეალი", "ბარსელონა", "მანჩესტერ სიტი" ან მიუნხენის "ბაიერნი" მოიგებს.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის მოქმედი გამარჯვებული "მანჩესტერ სიტია", რომელმაც გასული სეზონის ფინალურ დაპირისპირებაში მილანის "ინტერი" მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა და ტიტულს კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად დაეუფლა.

რაც შეეხება თავად ანჩელოტის, მან ჩემპიონთა ლიგის მოგება მწვრთნელის რანგში ორ-ორჯერ "მილანთან" და მადრიდის "რეალთან" ერთად მოახერხა.


Facebook კომენტარები