9 თვის წინ
"იტალიაში ახალი კვარაცხელია ჩამოვიდა", - ცნობილი იტალიელი კომენტატორი
"იტალიაში ახალი კვარაცხელია ჩამოვიდა", - ცნობილი იტალიელი კომენტატორი
ავტორი
Aa

ცნობილმა იტალიელმა კომენტატორმა მიმო ჩუგინიმ "SportitaliaMercato"-ს ეთერში "მილანის" შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამ ქალაქში ახლახანს ახალი ხვიჩა კვარაცხელია ჩამოვიდა.

"მილანში ახლახანს ახალი კვარაცხელია ჩამოვიდა. დარწმუნებული ვარ, სამუელ ჩუკვუეზეს ისეთი სეზონი ექნება, როგორიც შარშან ხვიჩა კვარაცხელიას ჰქონდა", - განაცხადა კომენტატორმა.

შეგახსენებთ, "როსონერიმ" "ვილიარეალის" ექს-ფორვარდი გუშინ გაიფორმა. "მილანის" მესვეურებს 24 წლის ნიგერიელის ტრანსფერი 20 მლნ. ევრო დაუჯდათ, რასაც მომავალში ბონუსების სახით 8 მილიონი დაემატება.


Facebook კომენტარები