9 თვის წინ
შეთანხმება შედგა - ჩუკვეზე "მილანისთვის" შეუტევს!
შეთანხმება შედგა - ჩუკვეზე "მილანისთვის" შეუტევს!
ავტორი
Aa

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "მილანმა" 24 წლის ფლანგის შემტევის, სამუელ ჩუკვუეზეს ტრანსფერი დახურა.  "ვილიარეალი" ფეხბურთელისთვის 20+8 მილიონ ევროს მიიღებს.

ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე კვირაში ნიგერიელი ფეხბურთელი  "როსონერისთან" კონტრაქტს 2028 წლის ივნისამდე გააფორმებს და ხელფასის სახით წელიწადში 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

გასულ სეზონში სამუელმა "ვილიარეალის" შემადგენლობაში 50 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ახლახანს "როსონერიმ" "ვილიარეალში" იტალიელი მცველი მატეო გაბია იჯარის წესით გაუშვა. პრესაში წერენ, რომ აღნიშნული გარიგება ჩუკვუეზეს ტრანსფერსაც უკავშირდებოდა.


Facebook კომენტარები