7 თვის წინ
ორი ვარიანტი, სად გააგრძელებს მალდინი კარიერას
ორი ვარიანტი, სად გააგრძელებს მალდინი კარიერას

"მილანიდან" დათხოვნილი პაოლო მალდინი შესაძლოა პსჟ-ში დასაქმდეს. "Corriere dello Sport"-ის ცნობით, "როსონერის" ყოფილ ტექნიკურ დირექტორს შესაძლოა პარიზულ გუნდშიც ანალოგიური პოზიცია შესთავაზონ.

ეს ვარიანტი მალდინისთვის საინტერესოა, მაგრამ პაოლო საფრანგეთში მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა, თუ კლუბის ხელმძღვანელობა სპორტულ საკითხებში მრჩევლის, ლუის კამპუშის მომსახურებაზე უარს იტყვის.

მალდინის ასევე აქვს ვარიანტი იტალიის ნაკრებში დელეგაციის ხელმძღვანელის პოსტი დაიკავოს - ვაკანსია ჯანლუკა ვიალის გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა.

ამ თანამდებობაზე ასევე ჯანლუიჯი ბუფონი, ჯორჯო კიელინი და გაბრიელ ორიალის კანდიდატურები განიხილება.

შეგახსენებთ, რომ მალდინისა და "მილანის" სატრანსფერო გეგმები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. პაოლო ტონალის გაყიდვის წინააღმდეგი იყო და მას განსხვავებული მიდგომა ჰქონდა. საბოლოოდ, კლუბმა თავის ლეგენდას არ მოუსმინა და თანამდებობიდან დაითხოვა.


Facebook კომენტარები