9 თვის და 2 კვირის წინ
"მილანი" და "ჯენოა" ტრანსფერზე შეთანხმდნენ
"მილანი" და "ჯენოა" ტრანსფერზე შეთანხმდნენ

აპენინურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სერია ა-ში დაბრუნებული "ჯენოა" "მილანს" იტალიელი მცველის, მატეო გაბიას ტრასფერზე შეუთანხმდა.

ცნობილი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს თქმით, 23 წლის ფეხბურთელი ჯენოელთა რიგებს 1 წლიანი იჯარით შეუერთდება.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების თანახმად, "ჯენოას" სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთელის 4-5 მილიონ ევროდ გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება.

გაბიამ კარიერა "მილანის" ასაკობრივ გუნდებში დაიწყო. მთავარ გუნში პირველად 2017 წელს გამოჩნდა, რის შემდეგ "როსონერის" მაისური სულ 37-ჯერ მოირგო. ამ პერიოდში მატეომ ერთი სეზონი იჯარით "ლუჩეზეს" რიგებში გაატარა.


Facebook კომენტარები