8 თვის და 4 კვირის წინ
GDS: "მილანმა" ჩუკვუზესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
GDS: "მილანმა" ჩუკვუზესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
ავტორი
Aa

"La Gazzetta dello Sport"-ის ცნობით, "მილანმა" შემტევ ნახევარმცველ სამუელ ჩუკვუზესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. კერძოდ, ფეხბურთელმა "როსონერის" სახელფასო შეთავაზება მიიღო, რომელიც წელიწადში 3 მილიონი ევროა.

უახლოეს მომავალში მილანური გრანდი ფეხბურთელის ტრანსფერზე "ვილიარეალთან" მოლაპარაკებებს დაიწყებს. ცნობილია, რომ ესპანურ მხარეს ჩუკვუზეს გაყიდვიდან 25 მილიონი ევრო სურს, "მილანი" კი 20 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებს.

24 წლის ნიგერიელმა ესპანეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში "ვილიარეალის" შემადგენლობაში 37 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.


Facebook კომენტარები