8 თვის და 4 კვირის წინ
"მილანში" კიაერის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღეს
"მილანში" კიაერის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღეს
ავტორი
Aa

დანიელ მცველს სიმონ კიაერს შესაძლოა, სურვილი რეალობად ექცეს და "მილანთან" ახალი კონტრაქტი გააფორმოს. მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ "ვიკინგმა" კარიერის "როსონერის" რიგებში დასრულების სურვილი გამოთქვა. 

იტალიური მედიის ცნობით, ლომბარდიული გრანდი 34 წლის ფეხბურთელს სეზონის დაწყებამდე ახალ კონტრაქტს შეთავაზებს. კიაერის ამჟამინდელი ხელშეკრულება "როსონერებთან" 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

2022/23 სეზონი ტრავმების გამო დანიელისთვის ოფტიმალური ვერ გამოდგა. საერთო ჯამში მან  24 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ოთხი ყვითელი ბარათი მიიღო.


Facebook კომენტარები