მონტელა: "ჩემი აზრით, მეკარე გუნდს არ უნდა კაპიტნობდეს"

image

აპენინურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, "მილანმა" ახალგაზრდა კარის დარაჯი ჯანლუიჯი დონარუმა გუნდის კაპიტნად დანიშნოს, რათა მისი შენარჩუნება შეძლოა.

ამ ჭორების შესახებ ჟურნალისტებმა კითხვა "როსონერის" თავკაც ვინჩენცო მონტელას დაუსვეს, რომელმაც ამ ინიციატივის წინააღმდეგობა გამოხატა.

"ჯიჯი საუკეთესოა, მაგრამ მისი ასაკიდან გამომდინარე, კაპიტნად დანიშვნა ჯერ ძალიან ადრეა. პირადად ჩემი აზრია, რომ მეკარე კაპიტანი არ უნდა იყოს. გუნდს უნდა ულიდეროს იმან, ვისაც ყველაფრის გაკონტროლება და თანაგუნდელების მობილიზება შეუძლია"
, - ამბობს მონტელა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში დონარუმამ სერია A-ს 35 მატჩში დაიცვა "როსონერის" ღირსება, საიდანაც 11 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა, ბონავენტურა

გამოკითხვა

თქვენი აზრით რომელ პოზიციას დაიკავებს "მილანი" სერია A-ს მომდევნო სეზონში?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image