4 თვის და 4 კვირის წინ
იანვარში "ტოტენჰემი" "მილანს" შეთავაზებით მიმართავს
იანვარში "ტოტენჰემი" "მილანს" შეთავაზებით მიმართავს

"მილანის" ცენტრალური მცველი მალიკ ჩაოს ტრანსფერით "ტოტენჰემი" ინტერესდება. "Daily Mail"-ის ცნობით, ლონდონელები 22 წლის ფეხბურთელის თაობაზე შეთავაზებას 2024 წლის იანვარში გააკეთებენ.

ტაივის სატრანსფერო ღირებულება ამ მომენტისთვის დაახლოებით 30 მილიონი ევროა. აღსანიშნავია, რომ მის მიმართ ინტერესი მანამდე მადრიდის "რეალმაც" გამოხატა.

შეგახსენებთ, გერმანელი მცველი "მილანში" "შალკედან" 2022 წელს გადავიდა. ამ დროის მანძილზე მან 39 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.


Facebook კომენტარები